|
2019-03-19 16:29:16, 1200 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: საგამოძიებო კომპონენტში გამიჯვნა კარგი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ვენეციის კომისიაც ეთანხმება
„საგამოძიებო კომპონენტში გამიჯვნა ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა,რასაც ვენეციის კომისიაც ეთანხმება“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის შეფასებას საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საგამოძიებო და საპროკურორო კომპონენტების გამიჯვნით ჩვენ უნდა მივიღოთ გაცილებით ქმედითი და პროფესიონალი გამომძიებლები. „ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გამოძიება უკან და უკან მიდიოდა, როდესაც ერთი ფურცელი და ერთი მტკიცებულება იყო პირის მსჯავრდებისათვის საკმარისი. მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესებულია, ამ მხრივ პროფესიონალიზმიც გაზრდილია, მაგრამ საგამოძიებო ორგანოებს სჭირდებათ იმგვარი მხარდაჭერა,რომ საგამოძიებო და საპროკურორო კომპონენტების გამიჯვნით ჩვენ მივიღოთ გაცილებით ქმედითი , გაცილებით პროფესიონალი გამომძიებლები“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს. კომისიის შეფასებით, რეფორმის კონცეფცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ უქმნის საფრთხეს გამოძიების ეფექტიანობას
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)