|
2019-03-19 10:24:54, 1064 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ანტონი მაგდონალდს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ,,აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ADB- ს ათ წელზე მეტი წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომლის დროსაც ჩვენს რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ერთ-ერთი უმსხვილესია ნაპირსამაგრის პროექტი. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ორ უმნიშვნელოვანეს, ბულვარის გაგრძელების და ჭოროხის ხიდის პროექტზე, რომლის დაფინანსებით ADB-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ აჭარაში ჭოროხის ხიდის მშენებლობის და ბულვარის გაგრძელების უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსებაზე მზაობა გამოთქვა. არსებული გადაწყვეტილების მიხედვით ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის წინა მოსამზადებელ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რის საფუძველზეც მალე პროექტის განხორციელება დაიწყება. შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონი მაკდონალდმა განაცხადა - „საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით და ჩემი აჭარაში ვიზიტი, აზიის განვითარების ბანკის მიერ, ამ პოტენციალის ხელშეწყობას ითვალისწინებს". საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა, მმართველობა, გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება. დღეისთვის, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სხვადასხვა პროექტს 1,9 მილიარდი დოლარით აფინანსებს. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავა, ADB -ს დირექტორი საქართველოში იეშიმ ილჰან-კაიალარი და ADB - ს პროექტის უფროსი ოფიცერი ავთანდილ ცხვიტავა ესწრებოდნენ.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)