|
2019-03-18 16:38:03, 1286 ნახვა
პოლიტიკა
ზარდიაშვილი: „კლანი“ არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ „შავმაიკიანებს“, რამდენს ჰქონდა შეხება მასთან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. როგორც ზარდიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, მესამე სექტორი საზოგადოებაში მიზანმიმართულად ავრცელებს დამახინჯებულ აზრს, მის გავლენებთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლებაზე. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სასამართლო სისტემაში მოქმედი კლანი იმართება მიხეილ ჩინჩალაძის და ვანო ზარდიაშვილის მითითებებით და ამაში ჩართულია დეპუტატის მეუღლეც კი. „იმ დახურული პროცესიდან გამომდინარე რასაც ეს კანონპროექტი გვთავაზობს ცხადია ჩნდება კითხვები მიხეილ ჩინჩალაძის ინტერესები ხომ არ იქნება ამ პროცედურის შედეგად გათვალისწინებული იმიტომ რომ მას არა მარტო საბჭოს წევრებში ჰყავს მეგობრები , ახლობლები და ნათესავები არამედ თითონ საბჭოს აპარატშიც. სწორედ იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომელმაც უნდა მოიკვლიოს მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია“, - მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა ოლიკო შერმადინმა ვანო ზარდიაშვილს. რასაც ზარდიაშვილის გამოხმაურება მოჰყვა, რომელმაც აღნიშმნა, რომ რომ ოლიკო შერმადინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. „ხუთი წუთის წინ ჰქონდა სხვა პოზიცია ნათქვამი. მან თქვა რომ ჩემი მეუღლე არ გაძლევდათ საჯარო ინფორმაციას. როდისმე ჩემს მეუღლეს საჯარო ინფორმაცია არ გაუცია?“, -მიმართა ოლიკო შერმადინს ვანო ზარდიაშვილმა რომელმაც უპასუხა, რომ მან უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე არ გასცემს საჯარო ინფორმაცია. ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, მესამე სექტორი ცდილობს უზენაეს სასამართლოში გაიყვანოს ანა ნაცვლიშვილი და მათი თავდასხმებიც ამით არის განპირობებული. „პრეზიდენტ მარგველაშვილის დროსაც ასე ხდებოდა მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არც ერთ არასამთავრობოს ხმა არ ამოუღიათ. ეს პროცესი მოსწონდათ იცით რატომ? იმიტომ, რომ მარგველაშვილი წარადგენდა მხოლოდ არასამთავრობოებს. ან არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კადრებს. ესეთები არიან მაგალითად; მთელი საია მუშაობდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან და არასდროს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ახლაც გამოცდა არ უნდათ რომ დაინიშნოს, იცით რატომ? იმიტომ რომ ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს ჰქონდეს წარდგენის საშუალება და ეს ჩვენ ვიძახით რომ ჩავწეროთ გამოცდა. აქედან გამომდინარე ჩვენ ახლა ამოვიღებთ გამოცდას, ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს, რომელსაც დაასახელებს ასევე საია-ს წარმომადგენელი ანა დოლიძე, გავა უგამოცდოდ უზენაეს სასამართლოში. არის ანა ნაცვლიშვილი კომპეტენტური? აქვე გეტყვით რომ არ არის“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა და არასამთავრობო სექტორს „შავრაზმელები“ უწოდა. „ჰკითხეთ „შავრაზმელ“, „შავმაიკიანებს“, რამდენ ადამიანს ჰქონდა შეხება საია-სთან. რამდენ ადამიანს აქვს ფესვები საია-ში. არასამთავრობო სექტორში ძირითადად წარმოდგენილები არიან ან საია-დან ან საია-ს წარმომადგენლებიდან“, - აღნიშნა ზარდიაშვილმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)