|
2019-03-15 18:43:06, 1178 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე იმსჯელეს
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ იმსჯელეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს ელჩებს მიეწოდა ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავების, რუსეთის სამხედრო ბაზაზე გადაყვანისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ ეს არ არის ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა; 2014 და 2016 წლებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულ იქნენ დავით ბაშარული და გიგა ოთხოზორია, ხოლო ზუსტად ერთი წლის წინ, ცხინვალის რეგიონში წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი. ამ კონტექსტში, დავით დონდუამ დელეგაციებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ გასულ წელს ხსენებულ პირებთან დაკავშირებით, რეზოლუციის - „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ" მიღების თაობაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას განიცდის და მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს. მათი ფუნდამენტური უფლებები სისტემატიურად ირღვევა. „მათ უკანონოდ აკავებენ, იტაცებენ და უზღუდავენ თავისუფალი გადაადგილებისა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფლებას", - აღნიშნა დავით დონდუამ. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების არ დაშვების გამო და ხაზი გაუსვა ასეთ ვითარებაში გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების დაუყოვნებლივ განახლების აუცილებლობას.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)