|
2019-03-15 13:03:17, 1525 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: საინვესტიციო შეთანხმება მნიშვნელოვანია იაპონიის ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად
„კარგად გვესმის, რომ ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების არსებობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იაპონიის ინვესტორებისთვის მომავალში ინვესტიციების განსახორციელებლად ქვეყნის შერჩევის დროს და ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს მომავალში ხელშეკრულების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონიაში საქართველო - იაპონიის ბიზნესფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარაკებებმა საბოლოო ეტაპს მიაღწია და შეთანხმების ძირითად ტექსტზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ხანგრძლივი თანამშრომლობის მანძილზე იაპონიამ საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც საქართველოს მზარდი წამყვანი პარტნიორი, რომელიც დროულად და ეფექტურად ახორციელებს დახმარებას იაპონიის სახელმწიფო ორგანიზაციების - JICA-ს, JETRO-ს, NEXI-ს და სხვა ინსტიტუციების მეშვეობით ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაში. „საქართველო შეუჩერებლად ყალიბდება რეგიონში სტაბილურ მოთამაშედ, სულ უფრო უახლოვდება ევროპას და წარმატებულ, მშვიდობიან და სტაბილურ დემოკრატიად განიხილება. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ იაპონიამ აღგვიქვას რეგიონში საიმედო ბიზნესპარტნიორად და ქვეყნად, სადაც უზრუნველყოფილია სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატი," - განაცხადა გიორგი ქობულიამ. იაპონიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მასშტაბზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა შეთანხმებას შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის გადამწყვეტი საერთაშორისო ლოგისტიკის ქსელის მეორე ეტაპის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის 2018 წელს მოეწერა. იაპონიის მხარე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით 343 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოზიტიური დინამიკა და თანხვედრი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა ბიზნესებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მყარი საფუძველია და ჩვენი პერსპექტიული ბაზრისადმი დამატებით ნდობას შექმნის," - განაცხადა გიორგი ქობულიამ და აღნიშნა, რომ „საქართველოში მიესალმებიან ინვესტორებს, განსაკუთრებით, იაპონურ კომპანიებს, რადგან ტექნოლოგიასა და კაპიტალთან ერთად იაპონიის ბიზნესი საქართველოში ბიზნესის წარმოების უნიკალურ ბიზნესკულტურასაც შემოიტანს და დანერგავს." „იმედი მაქვს, რომ შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი ინფორმაცია საქართველოში არსებული კონკრეტული ბიზნესშესაძლებლობების შესახებ და უკეთესად გაეცნოთ ჩვენს ქვეყანაში ინვესტირების უპირატესობებს. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მოგიწვიოთ ჩვენს ქვეყანაში, რათა თავად გაეცნოთ, თუ რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ, აირჩიოთ მრავალრიცხოვანი პოტენციური პროექტებიდან სასურველი და გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი საქართველოში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ბიზნესფორუმი, რომელშიც 150 - ზე მეტი, მათ შორის, 30-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)