|
2019-03-14 17:35:28, 1192 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საოკუპაციო ძალები საქართველოში თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავენ
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, კანონი უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, უცხოეთში მგზავრობას, ემიგრაციასა და სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ დე ფაქტო მთავრობები და რუსეთის საოკუპაციო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ უფლებებს ზღუდავდნენ. ანგარიშის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილების, დაბრუნების მსურველი ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად მთავრობა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. „ქვეყნის შიგნით გადაადგილება: ქვეყნის შიგნით გადაადგილების უფლება მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული, ვინაიდან სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა შეუძლებელი იყო. ე.წ. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 300,000 პირის უმრავლესობას საკუთარ სახლებში დაბრუნების სურვილი ჰქონდა, მაგრამ კონფლიქტები პოლიტიკურად მოუგვარებელი იყო და მათთვის სათანადო უსაფრთხოება და პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და გადაადგილების თავისუფლების უფლებები უზრუნველყოფილი არ იყო. იყო ცნობები იმის შესახებ, რომ წლის ბოლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის ე.წ. აფხაზეთში შესვლა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან დაიშვებოდა, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. ამის გამო ე.წ. აფხაზეთში შესვლა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კიდევ უფრო შეეზღუდათ. ე.წ. სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შემოღებული მგზავრობის ნებართვები ერთადერთი დოკუმენტი იყო, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მიმართულებით გადაკვეთის შესაძლებლობას იძლეოდა. ე.წ. აფხაზეთის ზოგიერთ მცხოვრებს, რომლებსაც ქართული პასპორტები ჰქონდათ, დე ფაქტო უშიშროების სამსახურისგან ნებართვა უნდა აეღოთ, რომ აფხაზეთსა და თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ორივე მიმართულებით გადაეკვეთათ. ქართული პასპორტების მფლობელებს გამშვები პუნქტის გავლა და აფხაზეთში შესვლა იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ შემოწმებულ მოსაწვევებს წარმოადგენდნენ. შესვლის უფლებას ეს სამსახური ყველა შემთხვევაში არ იძლეოდა, რის გამოც გარკვეულ ადგილებამდე მიღწევა შეზღუდული იყო. აგვისტოში დე ფაქტო ხელისუფლებამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ საბჭოთა პასპორტები, რომლებსაც აფხაზეთში მცხოვრები ათასობით ქართველი იყენებდა, გამშვები პუნქტების გასავლელად აღარ გამოდგებოდა, რამაც ბევრი ადგილობრივი მცხოვრები შემოსავლის წყაროს დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. ამის შემდეგ დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. აფხაზეთში აღარ შემოუშვა ზოგიერთი ეთნიკური ქართველი, რომელიც თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე საბჭოთა პასპორტების გამოყენებით გადავიდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ძალადაკარგული საბუთების მქონე პირებს აფხაზეთში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის საშუალება ექნებოდათ, რაც მათ გადაადგილების საშუალებას მისცემდა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, თუ როგორ უნდა გატარებულიყო რეალობაში ეს რეგულაციები. საქართველოს კანონმდებლობა მეზობელი ქვეყნებიდან (ანუ რუსეთიდან) ოკუპირებულ რეგიონებში შესვლასა და იქიდან რუსეთში გადასვლას კრძალავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)