|
2019-03-09 12:23:22, 1517 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე: საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს გამოყენებამ სახიფათო შედეგები გამოიღო
„საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს გამოყენებამ და მათთან თანამშრომლობამ ძალიან საგანგაშო და სახიფათო შედეგები გამოიღო ჩვენი საზოგადოებისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კახიძე გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის ზრდა ფიქსირდება. „ბოლო დღეების განმავლობაში გახშირებული ქურდობის, ძარცვის და ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ზრდის გარდა ფიქსირდება ყველაზე საშიში, ორგანიზებული ყაჩაღობის ზრდა. მარტო ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დაყაჩაღებულია არაერთი ბანკის ფილიალი, მოქმედებენ ერთმანეთთან შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებას. სამწუხაროდ ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავთ ვერანაირ ნაბიჯებს რომელიც იქნება მიმართული ამ უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად. საზოგადოება უკვე მიეჩვია საინფორმაციო გამოშვებებში მძიმე კრიმინალური ქრონიკის მოსმენას. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება, ეს არის ვითარება რომელიც საფრთხეს უქმნის არა ბიძინა ივანიშვილს რომლის უსაფრთხოების დაცვაც არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი ამოცანა, არამედ რიგით მოქალაქეებს. საფრთხეს უქმნის ჩვენ შვილებს, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების საკუთრებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ უაღრესად საგანგაშო ვითარების გამოსასწორებლად გადასადგმელია დაუყოვნებლივ ნაბიჯები რომელიც უნდა იყოს მიმართული ახალი სისხლისსამართლის პოლიტიკის განსაზღვრისკენ და მიმართული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისკენ. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლებისგან ამის მზაობას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)