|
2019-03-07 17:27:56, 3787 ნახვა
სხვადასხვა
Marvel-ი ფანებს ახალ სუპერ-გმირს შესთავაზებს, რომელიც გეი იქნება
Marvel-ი ეძებს მსახიობს, რომელიც ახალ ფილმში გეი სუპერ-გმირს განასახიერებს, - ამის შესახებ VICE იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, Marvel-ის ახალი ფილმი "მარადიულები" [The Eternals] ეკრანებზე 2020 წელს გამოვა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული როლისთვის ისინი განიხილავენ გეი მსახიობს: 30-დან 49 წლამდე. მათივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება მსახიობი, მთავარია, რომ ის იყოს გეი და მისი ორიენტაციის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს. მედიის ცნობით, The Eternals-ის ორიგანალურ ვერსიაში ყველა პერსონაჟი ჰეტეროსექსუალი იყო, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია დაამატებენ თუ არა ავტორები ახალ პერსონაჟს, თუ რომელიმე ძველი არსებული პერსონაჟის ორიენტაციას შეცვლიან. ამასთან, Marvel-ის კომისექსებში ჰომოსექსუალი პერსონაჟები უკვე გამოჩენილან. პირველი ასეთი პერსონაჟი ჟან-პოლ ბაბიეს სუპერ-გმირი იყო, ცნობილი, როგორც პოლარული ვარსკვლავი. ფილმის რეჟისორი ქლოა ჩჟაო იქნება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის აგვისტოში მსახიობმა კიტ ჰარინგტონმა განაცხადა, რომ სტუდია Marvel-მა თავის ფილმებში ლგბტ-თემის რეპრეზენტაბელურობა უნდა გააუმჯობესოს. მანვე დასძინა, რომ კომპანიამ პროექტებში უფრო მეტი ჰომოსექსუალი მსახიობი უნდა დაპატიჟოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)