|
2019-03-07 16:32:45, 1613 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია ე.წ. მუქარის წერილზე: ამ საკითხს იუმორით არ შევხედავდი
პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია TBC-ის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის უარს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საკითხს იუმორით არ შეხედავდა. „ჩვენ ვერ დავამტკიცებთ და ვერ ვიტყვით უტყუარი სტანდარტით ეს არის სარწმუნო ბრალდებები რაც ისმის ბატონი ხაზარაძის მხრიდან თუ ეს არ არის სერიოზული. ყველა შემთხვევაში იმისთვის, რომ საკითხი არ დარჩეს ღია და არ დარჩეს კითხვები, ასევე არ გამოიწვიოს მან ეჭვები, რომელიც მიმართულია ამ ბრალდებების გახმოვანებისთანავე ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები მიმართ, ამას სჭირდება საპარლამენტო კონტროლი და ზედამხედველობა. იმ პირობებშიც კი გამოძიება, რომ აბსოლუტური მიუკერძოებლობით ჩატარდეს გამოჩნდებიან მაინც საზოგადოებაში ადამიანები ვისაც ექნებათ განცდა, რომ ეჭვი შეიტანონ მიუკერძოებლობაში იმიტომ, რომ საქმე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს. ამიტომ მე არ შევხედავდი ესე იუმორით ამ წერილს და ამ განცხადებებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)