|
2015-06-19 17:34:29, 625 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო 5 მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს გადაამზადებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 5 მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს გადაამზადებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შერჩეულია ხუთი მუნიციპალიტეტი (ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი და ყვარელი), სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს. პროექტის საბოლოო მიზანია შერჩეულ საპილოტე მუნიციპალიტეტებში მუნიციპალური სერვისების მართვისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების დანერგვა. ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა გადამზადება საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარებსა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში. თითოეული მუნიციპალიტეტიდან ტრენინგს გაივლის 40 თანამშრომელი. ამჟამად, ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ ახმეტის, ყვარელის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. 2015 წლის ივნისის ბოლომდე ტრენინგები ჩატარდება ასევე ხობის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვისაც. ტრენინგების ადგილზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებას უზრუნველყოფს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მათი ტრენერები.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)