|
2019-03-05 19:29:01, 1343 ნახვა
პოლიტიკა
ფედერიკა მოგერინი: საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში დიდ პროგრესს მიაღწია
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში დიდ პროგრესს მიაღწია. ამასთან, როგორც მოგრინიმ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ისაუბრეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადაჭრა. მოგერინიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. "ჩვენი შეხვედრების სიხშირე არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დისკუსია და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია ეს შეხვედრები, მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში, რაც ჩვენი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველია. რამდენიმე თვის წინ იყავით შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა კომისიის წევრებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ვისაუბრეთ ფრანკფურტის წიგნების ბაზრობის გახსნაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი იყო. ჩავატარეთ ჩვენი საბჭოს ძალიან კარგი, მე-5 შეხვედრა. ძალიან ინტენსიური და კარგი შევედრა იყო და ასევე ორმაგი ინტერესების მომტანი იყო ეს შეხვერდა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს მივანიჭეთ 2 წლის წინ შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ბევრმა ადამიანმა უკვე ისარგებლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობით, ვიზის გარეშე. ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება უვიზო რეჟიმთან არსებული პრობლემების გადაჭრა. როგორც ვახსენე, ძირითადი მიღწევა ის არის, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა მივეცით საქართველოს მოქალაქეებს. მე მქონდა პატივი იანვარში ბრიუსელში მემასპინძლა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის, რომელიც პირველად ოფიციალური ვიზიტით ბრუსელს ეწვია, ეს არის ძალიან ნათელი სიგნალი მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და დღევანდელი თქვენი ვიზიტი არის განსაკუთრებული, იმდენად რამედნადაც ძალიან მახარებს თქვენი ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ გაქვთ ნაკისრი, თავისუფალი და ღია არჩევნების მიმართებით. თქვენ ახლა ირჩევთ სასამართლო სისტემის რეფორმას, ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ზუსტად ამით დავიწყეთ დღეს ჩვენი შეხვედრა. მხარს ვუჭერთ მშვიდობიან ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)