04:07 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 10:09:26, 1322 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. 

საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარე „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას“ წარადგენს, რომელიც ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღწეული პროგრესის კონსოლიდაციას ემსახურება და საქართველოს აძლევს საშუალებას, ასოცირების შეთანხმების მიღმა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციისკენ. 

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებიან. 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics