2019-03-03 19:08:01, 3132 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი, მეჰმან ჰუსეინოვი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი, მეჰმან ჰუსეინოვი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მეჰმან ჰუსეინოვი 2017 წლის 3 მარტს დააკავეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2018 წლის დეკემბრის ბოლოს კი ახალი ბრალი წაუყენეს – პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მასზე თავდასხმა, თუმცა მოგვიანებით აზერბაიჯანის პროკურატურამ აღნიშნული საქმის წარმოება შეწყვიტა.
თავდაპირველად, ჰუსეინოვს 2017 წლის 3 მარტს მიუსაჯა სასამართლომ 2 წლით პატიმრობა. აპრილში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი ჟურნალისტი, აქტივისტი და ბლოგერია აზერბაიჯანიდან. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის – “სანკაქის” (SANCAQ) რედაქტორი და აქტიური რეპორტიორია.
ავტორი: ,