|
2019-03-01 10:23:50, 1739 ნახვა
პოლიტიკა
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ნეგატიური საარჩევნო კამპანია - ეუთო საპრეზიდენტო არჩევნებზე დასკვნას აქვეყნებს
საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. ეუთო ანგარიშსში მიმოიხილავს არჩევნების პირველ და მეორე ტურს, საარჩევნო გარემოს, ამომრჩევლის ინფორმირებულობის საკითხს და ყურადღებას მედიის საქმიანობაზეც ამახვილებს. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ძირეულად უნდა გადაიხედოს და აღმოიფხვრას არსებული ხარვეზები. "არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წინასაარჩენო პერიოდში დაფიქსირდა ხისტი რიტორიკა, სიძულვილის ენა, ნეგატიური ქმედებები მონაწილეების წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა წინასაარჩევნო კამპანია გადაფარა. ყურადღება უნდა გამახვილდეს თითოეულ დონეზე კომისიის წევრების რაოდენობის გათანაბრებაზე, რათა ხელი შეეწყოს მიუკერძოებლობის აღქმას. ყურადღება უნდა გამახვილდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრების დროული განხილვის მექანიზმის შექმნაზე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს კამპანიის დაფინანსების ეფექტური ზედამხედველობა და გამჭვირვალობა",-ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციამ მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივა ვალების განულების შესახებ, ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი ერთადერთი იყო, რომელმაც ბანკისგან სესხის მიიღო. ეს ბანკი კი მმართველი გუნდის თავმჯდომარის მფლობელობაშია. ავტორები წერენ, რომ მმართველმა პარტიამ ამომრჩეველზე ზეწოლა და დაშინება მეორე ტურის წინ გააძლიერა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)