03:53 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 13:24:08, 1264 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია - კობახიძის ავტორიტეტი მაღალი არაა - შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ

შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბესელიას ვაკისრებ - პრინციპულ საკითხებზე უარის თქმა უნდა იცოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ ავტორიტეტი და სანდოობა მაღალი არ არის.

„შექმნილ ვითარებაზე, რასაკვირველია, ირაკლი კობახიძეს ვაკისრებ პასუხისმგებლობას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის ავტორიტეტი და სანდოობა მაღალი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ  მარტო ჩვენთან დაკავშირებით კი არ უნდა გამოიჩინოს ასეთი პერსონალური, არაფრისმთქმელი,მკაცრი და სუბიექტური მიდგომები, არამედ პრინციპულ საკითხებზე უარის თქმა უნდა იცოდეს, როცა საქმე პარლამენტს, სასამართლოს, მოსამართლეთა სიას, კონსტიტუციურ ცვლილებებს, მოსამართლეების არჩევას და მოსამართლეთა ჯგუფის კაპრიზების დაკმაყოფილებას ეხება საქმე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics