|
2019-02-25 14:26:07, 2016 ნახვა
სამართალი
პედოფილია შესაძლოა სამუდამო პატიმრობით დაისაჯოს
პედოფილების მიმართ შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა დაწესდეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მეზვრიშვილმა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას და ე.წ. პედოფილიას ეხება. ნათია მეზვრიშვილის თქმით, შეიქმნება ბაზები, რომელიც საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს ამ დანაშაულისთვის სასჯელმოხდილი ადამიანების ქცევა. მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით გამკაცრდება სანქციები და არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში უვადო თავისუფლების შეზღუდვაც იქნება გათვალისწინებული. "არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზაზეა საუბარი, რომელიც შეიქმნება იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მთავრობაზე წარვადგინეთ. ეს კანონი მალე განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება. საუბარია იმაზე, რომ მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების პრევენცია უფრო მეტად მოვახდინოთ. იმიტომ, რომ სტატისტიკური მაჩვენებლები გაზრდილია. ეს ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდით. სულ უფრო მეტი მოზარდი, მათი ოჯახის წევრი, პედაგოგი, მასწავლებელი, მანდატურის სამსახური, ფსიქოლოგი მოგვმართავს, რაც დადებითი ტენდენციაა. საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა. ეს ბაზა შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სექსუალური მოძალადეების ქცევა, მას შემდეგ რაც ეს ადამიანები სასჯელს მოიხდიან, უფრო აქტიურად გაკონტროლდეს. კონტროლის ფუნქცია ექნება არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ შესაბამის უწყებებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)