2019-02-24 16:58:37, 3487 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნის მარშზე 11 ათასი ადამიანი გამოვიდა - ექსპრესვიდეო
რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მოკლული პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში გაიმართა. ოპოზიციური ტელეკომპანია "Настоящее Время" -ს ცნობით, მოსკოვის მარშში მონაწილეობა 11 ათასამდე ადამიანმა მიიღო.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახაროვის პროსპექტზე სპეციალური მეტალო დეტექტორები ჰქონდა დაყენებული. საპროტესტო მარშის ასობით მონაწილე მსვლელობაზე ტრანსფარანტებში მოყვანილი ციტატების გამო ვერ მოხვდა. პოლიციამ მათ, მეტალოდეტექტორების გადაკევეთის უფლება არ მისცა.
მოსკოვში გამართული მარში, ქალაქის მერიასთან შეთანხმებული იყო.
შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი მოსკოვში 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს. რუსეთის პროკურატურამ ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორად ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა. მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
ავტორი: ,