|
2019-02-21 15:42:46, 1160 ნახვა
პოლიტიკა
კობერიძე უმრავლესობას - სუბიექტური მიდგომა გვერდზე გადავდოთ და მივიღოთ წარმოდგენილი კანონპროექტი
უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე თანაგუნდელებს მოუწოდებს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, აღნიშულ კანონპროქტის მხარდაჭერა არის საზოგადოების გზავნილი და დეპუტატებმა ბესელიასა და მისი თანამოაზრეებისადმი სუბიექტური დამოკიდებულება გვერდზე უნდა გადადონ. „დღეს ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ პოლიტიკოსებს გაგვასწრო პოლიტიკურ აზროვნებაში. დღეს არის მდგომარეობა შექმნილი, რომელიც თვალნათლივ გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ეს არ არის უბრალოდ ჩემი განცდა, როდესაც ის შედეგები, რაც იყო დაფიქსირებული პირველ და მეორე ტურში, საქართველოს მოსახლეობამ თავისი სათქმელი გვითხრა. მე მგონია, რომ ეს ჩვენ კარგად უნდა მოვისმინოთ, გავაანალიზოთ, იმიტომ რომ დღეს რაზეც ვმსჯელობით ჩემი აზრით ეს არის სწორედ მიბმული სწორედ იმ საკითხთან, იმ თემასთან, რაც ჩვენ გვითხრა საქართველოს მოსახლეობამ თავისი არჩევანის გაკეთების დროს. მე გთხოვდით უბრალოდ რომ სუბიექტური მიდგომა, თუ შეიძლება გვერდზე გადავდოთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ რა კანონზეც ვსაუბრობთ, ეს არ ნიშანსვეტი იმისა, საქართველოს პარლამენტს შეუძლია თუ არა ადეკვატური რეაგირება მოხდინოს იმ შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც დღეს არის შექმნილი სასამართლოების გარშემო. დღეს ამ პროექტის მხარდაჭერა არ არის უბრალოდ ჭიდილი, რომ ვიღაცას უნდა რომ იყოს სასამართლო ან უფრო ცუდად უნდა რომ იყოს. ეს კანონი ჩვენ უნდა მივიღოთ იმისათვის, როგორც დროებითი ნორმა, როგორც ჟანგბადი, როგორც ჰაერი, როგორც ამოსაუნთქვა, ამ სიტუაციას ახლა სჭირდება პაუზა. მე ვთვლი რომ ეს კანონპროექტი, რომელიც არის წარმოგენილი შეესაბამება კონსტიტუციას და მე ვთვლი, რომ დღეს ეს კანონი ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)