|
2019-02-20 18:20:25, 1213 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომის შესავალ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, მშობლიურ - ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, ქონების ხელყოფის შემთხვევებსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. სხდომაზე იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა მთავრობის წევრებს იუსტიციის დეპარტამენტის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 2018 წელს ძირითადი საქმიანობა ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით ხორციელდებოდა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის განვითარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა, დევნილთათვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა. სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა შედეგები და ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტებზე იუსტიციის დეპარტამენტის მიერ სამართლებრივი შეფასების მომზადებას, ცენტრალურ უწყებებთან მეტი თანამშრომლობისა და დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობის შესახებ.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)