|
2019-02-20 17:48:46, 1295 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ე.წ. ციანის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, როდის შეძლებს დეკანოზი ღიდუშაურის კლინიკის დატოვებას. „მარჯვენა მხარის კიდურებს კვლავ ვერ ამოძრავებს და მეტყველებაზე პრობლემა აქვს. მისი გაუმჯობესების პროცესი არ ჩანს. მედიკოსების განცხადებებში პირდაპირ ისმის, რომ მას ინსულტი არ აქვს. - ანუ კარგად არის? ამიტომ ვამბობ, რომ მედიკოსთა განცხადებები ლოგიკურ ვითარებას არ შეესაბამება", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის მარინა გელანტიას ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)