|
2019-02-20 17:38:30, 1001 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი აბესაძეს - უკრაინულ კომპანიასთან დავა დიდი ხნის დაწყებულია და ეს არ არის ფორმალობა
2014 წელს დაწყებულ სამტრედია- გრიგოლეთის გზაზე დაწყებულ პროექტზე, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი, პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებ, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, ირაკლი აბესაძეს. როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ პროექტზე უკრაინულ კომპანიასთან დავა დიდი ხნის დაწყებულია და ქართული მხარე, არა მხოლოდ კომპანიას, არამედ უკრაინის ეროვნულ ბანკსაც ედავება. „ბატონო ირაკლი, თქვენ კორუფციის მაგალითად, 2014 წელს დაწყებული სამტრედია- გრიგოლეთის გზა მოგყავთ, ამ შემთხვევაში, მე ნამდვილად ვერ ვაგებ პახუხს, 2014 წელს დაწყებულ პროექტზე, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი, ამასთან ერთად, როგორც მთავრობის წევრი, შემიძლია გითხრათ, რომ არის დაწყებული გამოძიება და იყო დაწყბული საკმაოდ ადრეც, წლების წინ. შედეგად ჯერ დაკავებული პირი, როგორც ვიცი არ არის, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ როდესაც მთავარი პროკურორი იქნება პარლამენტში თქვენ ისარგებლებთ ამ შემთხვევით და დასვამთ ამასთან დაკავშირებით შეკითხვას. რაც შეეხება ამ გზას და თქვენ სკეპტიციზმს 2 მილიონიან დავასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დავა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ 2018 წელს, სანამ იურიდიულ დავას დავიწყებდით, ჩვენ გვქონდა მცდელობა, მათ შორის, ჩვენი ეროვნული ბანკის მეშვეობით უკრაინის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობისა და დაკავშირების, რათა მას შეესრულებინა ეს ვალდებულება. თქვენ იცით, რომ კონტრაქტორს გადაერიცხა საავანსო თანხა დაახლოებით 25 მილიონი ევროს ოდენობით ამის საპირწონედ იყო წარმოდგენილი უკრაინული ბანკის გარანტია, რაზეც შემდგომ ბანკმა განაცხადა უარი ამ საბანკო გარანტიის აღსრულებაზე, ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ არამარტო კონტრაქტორს, არამედ ბანკსაც ვედავებით და ბანკიდანაც ვეცდებით ამ თანხის ამოღებას, იურიდიული კომპანია, რომელიც არის შერჩეული საერთაშორისო იურიდიული კომპანიაა და დადებითი გადაწვეტები აქვს ამ კომპანიას დავების, შესაბამისად, ჩვენთვის ეს არ არის ფორმალობა და უკვე დავა გაჩვენებს, თუ რამდენად წარმატებული აღმოვჩნდებით ამ თანხის ამოღებაში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)