|
2019-02-20 14:03:43, 1017 ნახვა
პოლიტიკა
აბესაძე ცქიტიშვილს - უკრაინულ კომპანიასთან დავის დაწყებას 5 წელი რატომ დასჭირდა, საკუთარი პასუხისმგებლობა რომ დააზღვიოთ?
2014 წელს, უკრაინული კომპანიის მიერ მითვისებული იქნა 45 მილიონი ლარი, სამინისტროს სამართლებრივი დავის დაწყებისთვის, 5 წელზე მეტი რატომ დასჭირდა? - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ ვიცე-პრემიერსა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. დეპუტატმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებულ კორუფციულ მაგალითებზე ისაუბრა. „ქალბატონო მაია, თქვე ისაუბრეთ პროექტების მართვის გაძლიერებაზე სამინისტროში და ანტიკორუფციული მიზნებით გატარებულ ღონისძიებებზე. მე, სამწუხაროდ, უნდა გითხრათ საწინააღმდეგო მაგალითები თქვენს სამინისტროში, კორუფციის, როგორც გასულ წლებში, ისევე ახლა და პროექტების ძალიან სუსტი მართვის. დავიწყებ იმ ძალიან „ყბადაღებული თემით", რომელიც ეხება სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას, სადაც 2014 წელს, უკრაინული კომპანიის მიერ მითვისებული იქნა 45 მილიონი ლარი დაახლოებით, ავანსად გაცემული სამინისტროს მხრიდან და 5 წლის განმავლობაში სამინისტრომ ფაქტობრივად ვერაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ ეს თანხა უკან დაბრუნებულიყო. გარდა იმისა, რომ ამ საკითხზე უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება და ირკვეოდეს, რა შესაძლო კორუფციებს ჰქონოდა ადგილი, საინტერესოა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში გააფორმეთ ხელშეკრულება და დაახლოებით 2 მილიონის დახარჯვას აპირებთ სასამართლო დავისთვის უკრაინის სასამართლოში, იმისთვის, რომ ეს თანხა უკან დაბრუნდეს. რატომ დასჭირდა ამას 5 წელიწადი, რომ ამ თანხის დასაბრუნებლად სამართლებრივი ზომები მიგვეღო და ხომ არ არის ეს ფორმალური ნაბიჯი და კიდევ გაფლანგული 2 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან, იმ 45 მილიონ ლართან ერთად, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა დააზღვიოთ?“ - მიმართა აბესაძემ ცქიტიშვილს.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)