|
2019-02-20 13:56:04, 1332 ნახვა
კომენტარი
მეუფე ანტონი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ დეკანოზი საპატრიარქოს მორალურ-ზნეობრივი ამბით აშანტაჟებს
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი (ბულუხია) მიიჩნევს, რომ შესაძლოა, დეკანოზი გიორგი მამალაძე გარკვეული მორალურ-ზნეობრივი ამბით საპატრიარქოში ვინმეს აშანტაჟებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მეუფემ განმარტა, რომ წერილი, რომელიც გიორგი მამალაძემ მღვდელმთავრებას გაუგზავნა, ფარული მუქარის შემცველია, თუმცა დასძინა, რომ თავად წერილის შინაარს შეგნებულად არ გაცნობია. „ხომ არის დასაშვები, რომ დეკანოზი ცდილობდა, როდესაც ჩაიბარა საპატრიარქოში თანამდებობა, ცდილობდა თავისი თვალით დანახული მანკიერებისა თუ სხვადასხვა დანაშაულებების აღმოფხვრას. მაგრამ საკითხავია, ეს დანაშაულების აღმოფხვრას ცდილობდა, თუ ამით მანიპულირებას. წერილები, რომელიც მან დაგზავნა, ფარული მუქარის შემცველი იყო. არის ერთ-ერთი ვარაუდი, რომ ის წერილები, რომელიც მან დაუგზავნა მღვდელმთავრებს, რომლის შინაარსი მე არ წამიკითხავს, აშკარაა, ითქვა, რომ ფარულ მუქარას შეიცვას. მეუფე პეტრემაც არ მოუწონა მას ეს საქციელი. როგორც ვიცი ის ღიად საუბრობს ვინც მასთან შევა ყველაფერს, რისი საჯაროდ თქმაც არ სურს. ამის შესახებ ის დაპატიმრებამდეც ესაუბრებოდა რამოდენიმე მღვდელმთავარს, ამის შემდეგაც გაუგზავნა წერილები. მეც მთხოვა, რომ მენახა, მაგრამ შეგნებულად არ წავედი იმიტომ რომ ისეთებს ამბობს, მისი მოსმენა საჯაროდ არ შეიძლება“, - განაცხადა მეუფემ ანტონიმ. მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ მკვლელობის მცდელობის მიღმა უფრო დიდი დანაშაული იმალება. „რა შეიძლება იყოს მკვლელობაზე დიდი დანაშაული? სახელმწიფო გადატრიალება? საპატრიარქო გადატრიალება? თუ რა? ეს შესაძლოა იყოს არაიურიდიული, არადასჯადი მორალურ-ზნეობრივი ხასიათის, რომელთა გამჟღავნებაც შეიძლება მძიმედ აისახოს საზოგადოებაზე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველამ იცის რაღაც და ვერავინ ვერ ბედავს თქმას. ეს უნდა თქვას თვითონ დეკანოზმა. მასთან როდესაც შედიან და ის ყველას უყვება, ნებისმიერ შემსვლელს, ვფიქრობ, რომ აქაც ხომ არ თამაშობს. იმიტომ რომ ის ვინმე სუსტის, ვინც გამოიტანს ამ ამბავს, პირველად გაამჟღავნებს, შემდეგ დეკანოზი იტყვის მე ეს არ მითქვამს და იმას შეახოცავენ ხელებს“, - განაცხადა მეუფემ. რაც შეეხება კითხვას, „ნიშნავს თუ არა მისი განცხადებები, რომ დეკანოზი მორალურ-ზნეობრივი სკანდალური ამბით საპატრიარქოს შიგნით აშანტაჯებს ვინმეს?“ მეუფემ უპასუხა, რომ „ასე გამოდის“. „ვფიქრობ, რომ ასე გამოდის. სწორედ უზიარებლობაც მისი იქიდან გამომდინარეობს, რომ იგი არ არის გულწრფელი. რა დაინახა ახლა ისეთი საპატრიარქოში?! რა არის ისეთი დასანახი? მეც მინდა თქვენ ერთად გავიგო, ყველასთან ვსვამ ამ კითხვას. რა არის ასეთი? ჯერ ვლოდებდით პროკურატურას, გამოძიების დასრულებას. არიან მღვდელმთავრები, რომლებიც საქმის კურსში არიან, მათ შორის მეც ვარ და მაინტერესებს, დამანახეთ, მომასმენინეთ. ბევრმა კადრებით ნახა, ბევრმა ისე იცის. თუ ეს ეხება მთლიანად ეკლესიას, გამოვიტანოთ ეს საკითხი და წმინდა სინოდის სხდომაზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა მეუფე ანტონიმ.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)