|
2019-02-20 13:40:22, 4143 ნახვა
მსოფლიო
„ანტისემიტიზმი რესპუბლიკაზე თავდასხმაა“ - საფრანგეთში მასშტაბური მანიფესტაციები გაიმართა
საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში რიგითმა მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მანიფესტაციები გამართეს, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მანიფესტანტებმა საფრანგეთში მცხოვრებ ებრაელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამ ქმედებით მათ სურდათ, ებრაელი ერისთვის ეჩვენებინათ, რომ მათზე თავდასხმები და ებრალების სასაფლაოების განადგურება საფრანგეთის რესპუბლიკის ფასეულობებზე თავდასხმის ტოლფასია.
მანიფესტაციაში მონაწილეობა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც მიიღო. "ანტისემიტიზმი ეს ჩვენს რესპუბლიკაზე თავდასხმაა, ეს თავდასხმაა ჩვენი ქვეყნის ღირებულებებზე, ეს მცდელობაა საზოგადოებაში არეულობის მოხდენის. აქ იმისთვის ვართ შეკრებილები, რომ განვაცხადოთ - ეს მიუღებელია!", - განაცხადა ოლანდმა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება კიდევ ერთმა ყოფილმა ლიდერმა ნიკოლა სარკოზიმ გააკეთა. ექს-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ასეთ ქმედებებს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. "თავიანთი ქმედებებით თავდამსხმელები პროვოკაციებს აწყობენ და სახელმწიფოს შეურაცხყოფას აყენებენ. ხელისუფლებამ მათ მკაცრი პასუხი უნდა გასცეს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება", - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ. მედიის ცნობით, საფრანგეთმა ომის დროს ებრაელების დეპორტაცია მხოლოდ 1995 წელს აღიარა. დღეს საფრანგეთის მასშტაბით ნახევარ მილიონზე მეტი ებრაელი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 1 პროცენტსაც არ შეადგენს. Euronews-ი იტყობინება, რომ რამდენიმე დღის წინ ანტისემიტების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი აკადემიკოსი ალენ ფინკელკრაუტი გახდა. ანტისემიტიზმის კიდევ ერთი ფაქტი სამშაბათს მოხდა, როდესაც უცნობმა პირებმა ებრაელების თითქმის 100 საფლავი წაბილწეს. მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი ემანულ მაკრონი გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნულ სასაფლაოზე პატივისცემის გამოსახატად მივიდა.
ცნობისთვის, ომის დროს "სიკვდილის ბანაკებში" 75 ათასზე მეტი ფრანგი ებრაელის დეპორტაცია მოხდა. მოკლული ებრაელების საპატივსაცემოდ პარიზსში 2005 წელს მემორიალი შოა გაიხსნა.
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|




"აქ იმიტომ მოვედი, რომ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ებრაელ ხალხს, როგორც პირადად ჩემი ასევე მთელი ერის მხრიდან. აქ ვარ იმისთვის, რომ ყველას დავანახო ჩვენ ერთნი ვართ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. ბრძოლას ყველა ფრონზე გავაგრძელებთ", - განაცხადა მაკრონმა.



epn.ge (@expressnews.ge)