|
2019-02-20 10:57:17, 1050 ნახვა
კომენტარი
მაია ბითაძე - თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა უახლოესი მეთოდების გამოყენებით დაიწყება
თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებითა და დარგის უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით იგეგემება. გარემოსდამცველი ნატა ფერაძის კითხვას თემაზე, თუ როდის და რა სქემით იგეგემება დედაქალაქში მცენარეების მკურნალობა, მერის მოადგილე მაია ბითაძემ თბილისის მერიაში გამართული ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას უპასუხა. მაია ბითაძის განმარტებით, მიმდინარე წელს მცენარეების შეწამვლის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებული დღე დღეზე გამოვლინდება. „ფიტოსანიტარიის მიმართულებით დედაქალაქში ბევრი პრობლემა დაგვხვდა. მიდგომები ფიტოსანიტარიაში მედიცინის მსგავსად ვითარდება. როგორც აღმოჩნდა, მცენარეების მკურნალობის კუთხით ადრე გამოყენებული მეთოდები მოძველებულია და ნაკლებ ეფექტს იძლევა. წელს კი მცენარეების მკურნალობას ახალი მეთოდებით დავიწყებთ. გეგმიური შეწამვლის სამუშაოები გასულ წელსაც მიმდინარეობდა. მეორე გამოწვევა დაგვხვდა, ასევე, წიწვოვან მცენარეებთან, ე. წ. შავ ფიჭვებთან დაკავშირებით. სოკოვანი დაავადების გარდა მათ, დამატებით, აღმოაჩნდათ სხვა დაავადებაც, ე. წ. ტამიკუსი, რომელიც არ ექვემდებარება განკურნებას. ჩვენ ამ მიმართულებითაც წელს მასშტაბური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. პარტნიორები კი არიან ჩვენი უცხოელი ექსპერტები, რომლებთან თანამშრომლობასაც, ვფიქრობთ, მომავალში უფრო ინტენსიურად განვახორცილებთ და ფიტოსანიტარიის მიმართულებას თბილისში თანამედროვე რელსებზე დავაყენებთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
(NS)
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)