03:06 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 18:00:40, 1254 ნახვა

პოლიტიკა
ქაცარავა - უსაფრთხოების საბჭოსთან ერთად ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე ვიმუშავებთ

 „ვგეგმავთ, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოვოთ საბჭოსთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, საგარეო საქმეთა კომიტეტში,  2019 წელს განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

„დღეს დავამტკიცეთ ჩვენი კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა. კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად იქნა შემუშავებული და რაც მთავარია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომიტეტის აქტივობა ამ გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა. წელს ვგეგმავთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს რეგულარული მოსმენების ჩატარებას საგარეო პოლიტიკის თემატურ მიმართულებებზე, რაზეც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იკვეთება. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციებს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან კოორდინაციის გააქტიურებას და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის შექმნის საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვუყარეთ კენჭი პირველი მოსმენით. ვგეგმავთ, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოვოთ საბჭოსთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია“, - აღნიშნა სოფო ქაცარავამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics