|
2019-02-19 13:07:51, 955 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე „ოცნებას“ - წინა ხელისუფლებას სამართლო სისტემაზე კონტროლის დაკარგვა არ სურდა, ეს „ტრადიცია“ გააგრძელეთ
„ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს რეფორმა, დაიწყო წინა ხელისუფლებამ და არ მიიყვანა ბოლომდე, ვინაიდან არ სურდა სასამართლო ხელისფლებაზე არსებული კონტროლის დაკარგვა და სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს „ტრადიცია“ გააგრძელა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლეთა კანდიდატურების საბოლოო კენჭისყრამდე ჩატარდეს სარეიტინგო გამოკითხვა და პარლამენტში წარდგენილ იქნეს 3/4-ის მხარდაჭერილი კანდიდატები. „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სისტემის მაკონტროლებელმა ჯგუფმა იმგვარად ჩაატარა პროცესი, რომ პრაქტიკულად საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკუთარი თავი უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად. ამ წარდგინებამ თუკი რაიმე ხარისხი იყო ნდობის შერჩენილი ამ ჯგუფის მიმართ, ისიც დაუკარგა, ვინაიდა მათი მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება გახდლად ცინიკური და გახლდათ უპატივცემლობა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის. „ევროპულმა საქართველომ“ დაარეგისტრირა საკანომდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მმართველი „კლანისთვის“ ამ ექსკლუზიური უფლება-მოსილების ჩამორთმევას. დაუშვებელია, რომ საქართველოს პარლამენტი იყოს დამოკიდებული ჩინჩალაძის ჯგუფზე და ჩვენ, დეპუტატებს მოგვდიოდეს განსახილველად მხოლოდ მათი გაფილტრული სია. „ევროპული საქართველო“ მომხრეა, რომ პარლამენტს ჰქონდეს უფრო ფართო არჩევანი. ამავე დროს უდნა გავუსვათ ხაზი იმას, რომ 18 მოსამართლით ვაკანსიების შევსება არის საკამაოდ არაირდინალური ვითარება. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ფართო პოლიტიკური კონსენსული ამ მოსამართლეთა კანდიდატურებზე, ამიტომ გთავაზობთ, რომ საბოლოო კენჭისყრამდე, სარეიტინგო გამოკითხვა ჩატარდეს 3/4-ის მხარდაჭერილი კანდიდატები წარდგნენ უკვე საბოლოო დასამატკიცებლად. და ბოლოს, აუცილებალ მინდა შევეხო რეფორმის მთავარ მიმართულებას, რომელიც გვაქვს გადასადგმელი, ეს არის ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს რეფორმა, რომელიც დაიწყო წინა ხელისუფლებამ და არ მიიყვანა ბოლომდე, ვინაიდან არ სურდა სასამართლო ხელისფლებაზე არსებული კონტროლის დაკარგვა და სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს „ტრადიცია“ გააგრძელა. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რეალურად, რომ ამაღლდეს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიმუშავოთ ამ საკითხზე და ავამოქმედოთ ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)