14:28 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 11:21:10, 6428 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ესპანეთის სამხედრო ბაზა მოინახულა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ბაზას ესტუმრა.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილში საქართველოს თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს მასპინძლობა ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ხოსე კონდე დე არხონამ გაუწია.

სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი გიგა ბაბუნაშვილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სხვა წევრები.

ქართველ სტუმრებს ბრიგადის გენერალმა ხოსე კონდე დე არხონამ ბრიგადის სტრუქტურის, შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის მიერ ჩატარებული მისიების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დელეგაციის სტუმრებთან ერთად, ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამხედრო ნაწილში მიმდინარე წვრთნას დაესწრო.

მინდია ჯანელიძე ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმშიც იმყოფებოდა, სადაც ძველი ესპანური სამხედრო შეიარაღება, აღჭურვილობა და დროშები დაათვალიერა. სამხედრო ბაზაზე სტუმრობის ბოლოს, თავდაცვის მინისტრმა საპატიო წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ბრიგადის გენერალს ხოსე კონდე დე არხონას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics