03:06 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 15:58:30, 1417 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

"ევროპული საქართველო" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს. 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საბანკო სესხებზე ამოქმედებული ახალი რეგულაციები მოსახლეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. 

„ჩვენი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნააა, პირველი, პარლამენტში დღეს არსებული რეგლამენტის და ფორმატის ფარგლებში მობრძანდეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ჩააბაროს ანგარიში პარლამენტს და საზოგადოებას, რა შედეგები მოიტანა მის მიერ შემოღებულმა საბანკო რეგულაციების შეზღუდვამ. მეორე, გაუქმდეს შემოღებული რეგულაციები, ჩვენ ოფიციალურად ვაყენებთ ამ საკითხს. გაუქმდეს ეს რეგულაციები, ვინაიდან, ეს შეზღუდვა ემსახურება არა ჭარბვალიანობის აღმოფხვრას, არამედ ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკის შეჩერებას, უმუშევრობის ზრდას და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუარესებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics