|
2019-02-14 11:11:45, 3625 ნახვა
სხვადასხვა
100 წლის წინ საქართველოს ისტორიაში პარლამენტის პირველი არჩევნები გაიმართა
ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1919 წლის 14-17 თებერვალს გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები, ანუ საქართველოს მოსახლეობამ ისტორიაში პირველად, დემოკრატიული არჩევნებით აირჩია პარლამენტი. უამინდობის, სამხედრო ვითარებისა და სხვადასხვა მიზეზის გამო, ზემო სვანეთში, ბორჩალოს მაზრაში, დუშეთის მაზრის რამდენიმე უბანზე, სოხუმის ოლქში, ახალქალაქსა და ახალციხეში არჩევნები ვერ გაიმართა, თუმცა, მცირე ხანში, აქ დამატებითი არჩევნები ჩატარდა. საკანონმდებლო ორგანო ასე დაკომპლექტდა: N1 - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია - 102 მანდატი; N5 - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია - 9 მანდატი; N2 - საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 8 მანდატი; N3 - საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია - 6 მანდატი; N4 - პარტია „დაშნაკცუთიუნ“ – 3 მანდატი; N8 - საქართველოს ეროვნული პარტია - 2 მანდატი. საბოლოო ოქმში საარჩევნო კომისიამ, მიუხედავად გამოვლენილი მცირედი დარღვევებისა, არჩევნები დემოკრატიულად მიიჩნია და შედეგები დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)