|
2019-02-13 14:47:32, 1125 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - სასამართლოში მნიშვნელოვანი რეფორმა ხორცილედება, აზრთა სხვადასხვაობას უნდა მივეჩვიოთ
„უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია იყოს, ახლაც არის და შესაძლოა მომავალშიც იყოს და ეს არის ძალიან ნორმალური, ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, აზრთა სხვადასხვაობა არის თანმდევი პროცესი ამასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა,მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ობიექტური კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს. „რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ამის შესახებ მე არაერთხელ განვაცხადე ჩემი ერთმნიშვნელიანი პოზიცია. პარლამენტში მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი სასამართლო რეფორმა გახლავთ ისე რეფორმა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი. მე, ზოგადად, ჩართულობას მივესალმები, იმიტომ რომ ეს რეფორმა ამას ნამდვილად მოითხოვს. ამასთანავე არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებები და მე ვფიქრობ არის ძალიან ნორმალური და ლოგიკური. რაც შეეხება პოლიტიკური გუნდის პოზიციას, რომელსაც მე სრულებით ვეთანხმები, ვუერთდები და ვიზიარებ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები და მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საზოგადოება უნდა საუბრობდეს. ჩვენი უმრავლესობასა და ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური გუნდს გვაერთიანებს ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ფასეულობები და განვითარების ის ვექტორი, რომელიც აირჩია საქართველომ და მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, აქედან გამომდინარე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია იყოს, ახლაც არის და შესაძლოა მომავალშიც იყოს და ეს არის ძალიან ნორმალური, ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, აზრთა სხვადასხვაობა არის თანმდევი პროცესი ამასთან დაკავშირებით. მაგრამ არსებობს ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, რომელზეც მე ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება თანხმდება აუცილებლად გასაწერია ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლითაც მოხდება მოსამართლეთა შერჩევა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის მთავარი საკითხი, რომელზეც უნდა ხდებოდეს მსჯელობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)