|
2019-02-11 14:20:43, 1173 ნახვა
პოლიტიკა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომიტეტის სხდომაზე საკითხი ოთარ დანელიამ წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გეგმა ითვალისწინებს როგორც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ასევე საზედამხედველო საქმიანობას, თემატურ საკითხებს, რომლებიც პარლამენტის ახალი რეგლამენტით არის გათვალისწინებული. კანონმდებლებმა სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი - „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)" გათავისუფლების შესახებ შეთანხმება". საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის პროექტი" 2016 წელს მოეწერა ხელი. პროექტით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სესხის სახით 100 მილიონი ევრო გამოუყო. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8-9%-იანი გამოდიოდა, რაც რა თქმა უნდა არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა სესხი გაეუქმებინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებები შედგა და ახლა არის მცდელობა, რომ აღნიშნული თანხის ფარგლებში ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. თანხა ძირითადად წყალსაცავებს მოხმარდება. „ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, რომელსაც ევროში 8-9% -იანი სესხით განვითარება და თვითუზრუნველყოფა შეუძლია. სამწუხაროა, მე ვფიქრობ საკმაოდ მაღალია პროცენტები, რომლებიც მინიმალური უნდა იყოს და ცოტა არ იყოს მეტი სოლიდარული პასუხისმგებლობის შეგრძნებები უნდა გვქონდეს. ზოგადად, წარმოების ჯაჭვის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება დახმარება", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება. მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა სესხის არამიზანშეწონილობის თაობაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ სესხს რეალურად აღარ იღებს. მისივე განცხადებით, ამავდროულად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან გრძელდება კონსულტაციები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დაფინასების მიზნით. არსებული ინფორმაციით, 2018 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას, რომლითაც უქმდება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი სესხი, ამავე დროს, გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას საჭიროებს. ამის გათვალისწინებით, კომიტეტმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)