|
2019-02-08 11:03:04, 1167 ნახვა
საზოგადოება
„საპატრიარქოს შიშის ზარს ცემს განათლებული თაობა“ - პროფესორი გოჩა ბარნოვი სასულიერო სემინარიიდან გაათავისუფლეს
პროფესორი გოჩა ბარნოვი სასულიერო სემინარიიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ბარნოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. გოჩა ბარნოვი მას შემდეგ გადააყენეს, რაც თეოლოგმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღება საჯაროდ მიულოცა, თუმცა როგორც თავად პროფესორი წერს, მისი თანამდებობიდან გადაყენება საზღვარგარეთ სტუდენტების გაგზავნას უკავშირდება. "დღეს სასულიერო აკადემიის და სემინარიის "სამეცნიერო საბჭოს" გადაწყვეტილებით ლექციები შემიჩერეს იმის საბაბით, რომ მე ჩვენი პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების მტერი ვარ. მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი. საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის რომ აკადემიის ადმინისტრაციის და საპატრიარქოს გადამტერების რეალური მიზეზი ჩემს მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია. საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი აქვთ. ფიქრობენ, რომ თუ მე აკადემიიდან ფეხს ამომიკვეთენ სტუდენტების გაშვებას ვეღარ მოვახერხებ. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მხარდამჭერი ჩემი სტატუსები მხოლოდ საბაბად მოაქვთ, თუმცა სინოდს ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ბევრ მღვდელმთავარს ჩემნაირი პოზიცია აქვს. ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რექტორმა ჩემი დასჯის პროცედურა ფორმალურად "ამხანაგების": მღვდელ შალვა კეკელიას, მღვდელ ბიძინა გუნიას და გვანცა კოპლატაძის ტრადიციულ მონოლოგებზე დააფუძნა. მღვდელი ბიძინა გუნია ასეთ საქმეებში განსაკუთრებით გამოცდილია, ერთი ამბავი მახსენდება: ვებგვეედზე orthodoxtheology.ge ფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა ბიძინა გუნიას კალენდართან დაკავშირებული ვითომდა თეოლოგიური შეხედულებების გამანადგურებელი კრიტიკა დაწერა. რაკი ბიძინა გუნიას ამ კრიტიკაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო, სხვაგვარად გადაწყვიტა საიტზე შური ეძია, საიტის სარედაქციო კოლეგიის წევრების სიას თვალი გადაავლო, და იქ თეიმურაზ ბუაძე აღმოაჩინა. იმწამსვე გაიქცა საპატრიარქოს ტელევიზიაში და მის მაშინდელ დირექტორს მეუფე პეტრეს მოთხოვა მისი იქიდან გაშვება. რადგან თემურს იმჟამად გადაცემა "საღვთისმეტყველო საუბრები" მიჰყავდა. მეუფე პეტრეს, რა თქმა უნდა არავითარი რეაქცია არ ქონია, მაგრამ აქ მთავარი ბიძინა გუნიას მოტივებია. ანალოგიური მეთოდებით ცდილობს ამხანაგი გუნია დაამტკიცოს რომ მე მთელ ქრისტიანულ სამყაროს ვემტერები", - წერს გოჩა ბარნოვი.
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)