08:30 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 18:51:39, 439 ნახვა

საზოგადოება
შსს: შენობა, სადაც ვეფხვი მოქალაქეს თავს დაესხა, არაერთხელ შემოწმდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო  მტაცებლის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამს და აცხადებს, რომ  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ცხოველები აღარ არიან ქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიის ზონაში პატრულირება არ შეუწყვეტია.
"არაერთხელ შემოწმდა შენობა, სადაც ვეფხვი თავს დაესხა მოქალაქეს. შსს-ს წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს შენობაში შესვლა, რადგან ეს შენობა არის გისოსებში და მისი რკინის კარი დაკეტილი იყო. მოქალაქე, რომელმაც გააღო აღნიშნული შენობის კარი და ერთ–ერთი პირველი შევიდა შენობაში, მტაცებელი ცხოველის მსხვერპლი გახდა. მასთან ერთად კიდევ ორი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებმაც გაქცევა შეძლეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები ამჟამადაც აგრძელებენ სამძებრო ღონისძიებებს მთელი თბილისის მასშტაბით",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics