|
2019-02-06 16:53:05, 1287 ნახვა
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით 17 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მთავრობა დაზარალებული ოჯახების პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს. „იცით, ჩვენი დამოკიდებულება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების მიმართ. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და ვცდილობთ, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი, რომლის მიხედვითაც, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული კიდევ 17 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ თანხად - ერთ ლარად გადაეცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, პირველ რიგში, საცხოვრებელი ფართებით იმ ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება, რომელთაც ყველაზე მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ. „აღნიშნული ფართები ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე და მდინარე მტკვარს შორის მდებარე კორპუსშია. შერჩევა ხდება სოციალურად დაუცველის სტატუსის მიხედვით. ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, პირველ რიგში, ამ ადამიანებს ვაკმაყოფილებთ. მინდა ამ ოჯახებს მივულოცო“, - განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)