|
2019-02-06 13:04:28, 1323 ნახვა
კომენტარი
გედევან ფოფხაძე: დღეს მშობლის გარეშე ვარ და იმედია, არც დამჭირდება მასთან ერთად მოსვლა
უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მისთვის პოლიტსაბჭოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება, მიუღებელია. ფოფხაძის შეფასებით, ამ განცხადებით გარკვეულწილად სააკაშვილის რეჟიმის გამართლება მოხდა. „ჩემთვის ის ტექსტი, რომელიც გაავრცელა პოლიტსაბჭომ, არის მიუღებელი, ასეთი მიდგომით სააკაშვილის რეჟიმის გამართლებას ვახდენთ გარკვეულწილად.ასეთი მიდგომა ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. რა მოტივაციით ისარგებლა პოლიტსაბჭომ, ეს მას შეუძლია დაასაბუთოს, ამ მიდგომას მხარს ვერ დავუჭერ“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე- შერიგდებით დღეს?,- ფოფხაძემ ასე უპასუხა: "ნაჩხუბარი არავისთან ვარ, ვაპირებ შევიდე, მოვისმინო პოზიცია. რაც ვთქვი ერთ-ერთი პრინციპული თემაა, რომ სასამართლოზე უნდა იყოს საჯარო განხილვები და უნდა მქონდეს საშუალება, რომ თქვენთან მოვიდე და ჩემი პოზიცია ვაფიქსირო, ეს არ უნდა ჩაითვალოს არადისციპლინურ ქცევად. როგორც ხედავთ, მშობლის გარეშე ვარ მოსული და იმედია არ დამჭირდება მშობელთან ერთად მოსვლა. სკოლაში ხომ არ ვართ, რა დისციპლინაზეა საუბარი. თუ დისციპლინა გვინდა, მაშინ შიდაპარტიული დემოკრატიის ის ხარისხი უნდა გვქონდეს, რომელიც არ გვაქვს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)