05:25 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 17:25:52, 3916 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლას მადურო რომის პაპს: ქრისტეს საქმეს ვემსახურები - გთხოვთ დაგვეხმარეთ

ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ რომის პაპს, ფრანცისკეს თხოვნით მიმართა, ქვეყანაში დიალოგის პროცესის ჩამოყალიბებაში დაეხმაროს, - ამის შესახებ Sky TG24 იუწყება. 

"წერილი გავუგზავნე რომის პაპს და იმედი მაქვს, რომ ის გზაშია ან უკვე ვატიკანში. მას ვუთხარი რომ ქრისტეს საქმეს ვემსახურები. ამიტომ, პანტიფიკოსს ვენესუელაში დიალოგის პროცესის ჩამოყალიბება და განმტკიცებაში დახმარება ვთხოვე. იმედი გვაქვს დადებით პასუხს მივიღებთ", - განაცხადა ნიკოლას მადურომ. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვენესუელაში სამოქალაქო ომს არ გამორიცხავს და დასძინა, რომ სხვა ქვეყნების ულტიმატუმებს არ დათანხმდება. გარდა ამისა, ვენესუელაში მიმდინარე პროცესებზე ამერიკის შეერთებული სტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ვენესუელაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics