|
2019-02-04 12:47:15, 1373 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - Iphone 5-ის შესახებ საუბარი სპეკულაციაა, ტელეფონების გარჩევა შეუძლებელია
„ფარული ჩანაწერების გავრცელების წყარო არის მთავარი დასადგენი და ამ კუთხით ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებთან. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მას ყოველდღიური კავშირი აქვს სამართალდამცავებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქმის ბოლომდე გამოძიება. "მთავარი არის პირველწყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, ზუსტად ეს უნდა გამოვლინდეს. რაც შეეხება გავრცელებას, ამ კუთხით არის პროგრესი, თუმცა, რაც შეეხება წყაროს ფარული ჩანაწერების გავრცელების, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი და ამ კუთხით ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებთან. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე არ დაკავშირებია. „მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, რომ დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება და ამასთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები. შესაბამისად, ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. რაც შეეხება, ჩემს ჩართულობას ამ პროცესში, ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან, შესაბამის მინისტრთან, მინისტრებთან და აქედან გამომდინარე არის ჩემი ჩართულობა ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქმის ბოლომდე გამოძიება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფარული ჩანაწერები, შესაძლოა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში იყოს გადაღებული, რადგან ჩანაწერში ტელეფონი „აიფონ 5" ჩანს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს მარტივი სპეკულაციაა. „ეს არის მარტივი სპეკულაცია. იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია, ხუთი ჩანს, მაგრამ „აიფონ 5" არ ვიცი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)