|
2019-02-02 20:16:42, 1325 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე ოპოზიციაზე - თუ ჰგონიათ, საზოგადოებას დაავიწყდა ვისი დამზადებულია ეს პირადი ჩანაწერები, ძალიან შემცდარან
„მათ თუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებულია სერიებად ეს პირადი ჩანაწერები უკანონოდ, ვის ჰქონდა ეს შენახული და დასაწყობებული, ვინ მართავდა თავის დროზე ამ მეთოდებით, ძალიან შემცდარან“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპონენტების მხრიდან დასმული შეკითხვა, თუ ვინ დგას კადრების გავრცელების სათავეში, საზოგადოების მოტყუების და შეურაცხყოფის მცდელობაა. „ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის პრინციპული. ჩვენ რა თქმა უნდა, მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს, მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი მასალით მანიპულირება, მისი გავრცელება და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ძალიან დროული რეაგირება მოახდინა, გამოავლინა ისინი, ვინც ავრცელებდნენ და სავარაუდოდ, ის ადამიანიც, ვინც ეს პირველმა ატვირთა ინტერნეტში. აქვე მინდა გამოვეხმაურო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის სრულიად უპასუხისმგებლო და ცინიკურ განცხადებებს, სადაც მათ მიუთითეს, რომ ჩვენ გვაინტერესებს სათავე სად არის ამ ყველაფრისო, ვინ არის ამ ყველაფრის სათავეშიო. მათ თუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებული არის სერიებად ეს პირადი ჩანაწერები უკანონოდ, ვის ჰქონდა ეს შენახული და დასაწყობებული, ვინ მართავდა თავის დროზე ამ მეთოდებით, ძალიან შემცდარან. ასე რომ თუ ისინი ეძებენ სათავეს, ისინი იპოვიან საკუთარ თავს. ამიტომ ამ კითხვის დასმა ერთგვარად საზოგადოების მოტყუების, შეურაცხყოფის მცდელობაც კი, ვინაიდან ამ ჩანაწერების სათავეში მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ სწორედ ის ადამიანები დგანან, რომლებიც ამ უპასუხისმგებლო პილიტიკურ განცხადებებს აკეთებენ”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)