|
2019-02-01 15:06:58, 1255 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს
წელს პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად, ან ოპერირებენ ისეთ სექტორში, სადაც ბანკების მიერ კრედიტების გაცემა შეზღუდულია. „ეს არის ინოვაციური მექანიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის. მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ეს დაგვეხმარება, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ევროკავშირი დაგვეხმარა ამ ნაბიჯის მომზადებაში და დარწმუნებული ვარ, ეს მექანიზმი გახდება მომავალ წლებში მთავარი ლოკომოტივი იმისა, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გავზარდოთ. ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა არის სიღარიბე და სიღარიბის დამარცხება შეიძლება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდით მთლიან ეკონომიკაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)