|
2019-02-01 14:13:35, 963 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. როგორც კალაძემ განაცხადა, ვახუშტის ხიდის ავარიულობის ხარისხი 2015 წელს, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ხიდების კვლევის მიხედვით დადგინდა. „ვახუშტის ხიდი აშენებულია 1974-1976 წელს და მას შემდეგ არავითარი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. 2015-2016 წლებში ჩატარდა მთელი ქალაქის მასშტაბით არსებული ხიდების კვლევა, მათი მდგომარეობის შესწავლის მიზნით. ავარიულობის მიხედვით განისაზღვრა პრიორიტეტები, თუ რომელი ხიდი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში. ეს ხიდი იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ აუცილებლად და სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას. მთლიანად შეიცვლება საყრდენები, ასევე, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, - განათების ბოძები და მოაჯირები. სამუშაოები, დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 27 იანვრიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობაა გათვალისწინებული. ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება. სამუშაოებიდან გამომდინარე ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა. ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით. დროებით შეიცვალა ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 394 434 ლარი დაიხარჯება.
(NS)
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)