|
2019-01-31 16:58:25, 1091 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: გაზის რეგულაციები გასამკაცრებელია და მერიას ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები
გაზის რეგულაციები გასამკაცრებელია და თბილისის მერიას ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, CO-ს დაგროვების შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის მერმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ რეგულაციების გასამკაცრებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მომზადდეს. „მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობელებს. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათბობლების დახურულ სივრცეში მონტაჟი კატეგორიულად აკრძალულია, მითუმეტეს, კუსტარულად და ეს სერიოზულ შედეგებს იწვევს. მე ახლა გამიჭირდება იმის თქმა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. შემთხვევები, შეიძლება ხდებოდეს, როგორც კომპანიის, ასევე, მობინადრეების დაუდევრობის შედეგად“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს დეტექტორების დამონტაჟება საცხოვრებელ ბინებში, რასაც მერიაც შეუწყობს ხელს. „მერიას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომ ადამიანებს შევუმსუბუქოთ გადასახადები ამ მიმართულებით. საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომლებსაც შეიძენს თვითონ აბონენტი. დღეისათვის მათ აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ ადამიანთან მივიდნენ და განახორციელონ მონტაჟი. როგორც ვხედავთ, პრობლემა სერიოზულია და მისი გადაჭრა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)