14:43 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 16:30:17, 1225 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ პრეტენზიებზე - ეს არის შანტაჟი და მორიგი პროვოკაცია

დიმიტრი მედოევის განცხადება მორიგი პროვოკაციაა, რომლის მიზანიც შანტაჟი და დაშინებაა - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმის ტერიტორიული პრეტენზიები აბსურდულია.

„ეს განცხადება არის აბსოლუტურად აბსურდული, შეუძლებელი გახლავთ, ამიტომ მის შინაარსსა და საფუძვლებზე რაიმე ტიპის სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ, თავისთავად ფაქტია, რომ პერიოდულად ამგვარი განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან კეთდება, ეს არის ცალსახა და ძალიან მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ერთგვარ შანტაჟს, ზეწოლას საზოგადოებაზე. ეს არის საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა და საუბედუროდ, ყველაზე მეტად ამას გრძნობენ სწორედ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics