|
2019-01-30 15:20:52, 1304 ნახვა
საზოგადოება
ნიკა მელია - დაქვეითებაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, კუპატაძე სად იშოვის კორუფციული სქემებით ფულს?
„ეს რეალურად დაქვეითებაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კუპატაძე სად გააკეთებს ფულს?“, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, თეიმურა კუპატაძის თანამდებობიდან გადადგომას. მელიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანანმდებობაზე დაინიშნებიან მაღალჩინოსნები, ყველაფერს მაინც ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. „კუპატაძე იქნება ჭიკაიძეს დააბრუნებენ ღარიბაშვილს დააბრუნებენ - ამას რამე მნიშვნელობა აქვს? ყველაფერი ერთი ადამიანია ბიძინა, ივანიშვილი. რა მნიშვნელობა აქვს, კუპატაძე სად აიღებს ხელფასს 4-5 ათას ლარს - საპატრულო პოლიციის შეფის თანამდებობაზე თუ საზღვრის დეპარტამენტში მუშაობისას? სად გააკეთებს ბიზნესს პარალელურად და სად იშოვის კორუფციული სქემებით ფულს, იმ შენობაში მომუშავე თუ ამ შენობაში მომუშავე რა მნიშვნელობა აქვს?“ - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ კუპატაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე სასაზღვრო პოლიციის დირექტორის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს მუშაობს.
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)