|
2019-01-30 14:20:47, 1301 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი NDI-ის კვლევებზე: ნერვიულობის საფუძველი არ გაგვაჩნია
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი NDI-ის კვლევებს ეხმაურება. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ეს ორგანიზაცია დიდი ნდობით არ სარგებლობს.
"ძალიან დიდ სინანულს გამოვთქვამ, იმასთან დაკავშირებით, რომ NDI-ის კვლევებს, სამწუხაროდ, საქართველოში არ აქვს ისეთი ნდობა, რომელიც შესაძლოა ჰქონოდა, იმ შემთხვევაში, თუ საველე სამუშაოებს უფრო მიუკერძოებელი ორგანიზაცია ჩაატარებდა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემთ NDI-ის, როგორც ინსტიტუციურად ძალიან ძლიერ პარტნიორს. ვისურვებდი, ამ კვლევებს სანდოობის ბევრად უფრო მეტი ხარისხი ჰქონოდა. კორუფციის დონის შეფასება საქართველოში, ძალიან ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის გაზომილი და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ამ მიმართულებით ჩვენ ასეთი შეშფოთების ან რაიმე ნერვიულობის საფუძველი არ გაგვაჩნია", - განაცხადა მინისტრმა. ამავე თემაზე გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში ხმები სწორად დაითვალეს
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)