|
2019-01-30 11:21:33, 1189 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული
„სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული", – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საკითხი ძალიან რთული და კომპლექსურია და არის სერიოზული დილემა. „საზოგადოებაში გვაქვს პრობლემა. ვხედავთ, რომ იგივე ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობა გახდა, რაც ქართულ საზოგადოებაში მიღებული არ იყო და ჩვენ კულტურასთან მაინცდამაინც თავსებადი არ იყო. თუმცა, თანდათანობით, ხელოვნურად, თუ არახელოვნურად ცდილობენ, ბილწსიტყვაობა საჯარო სივრცეში დაამკვიდრონ, რაც პირადად ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია. გარდა ამისა, გვაქვს „ფეიკ ნიუსების", ანუ ყალბი, ცრუ ინფორმაციის პრობლემა და ეს პრობლემა თუნდაც, საგარეო საფრთხეებთან არის დაკავშირებული", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრობლემა სერიოზულია, მაგრამ მეორე მხარეს დგას გამოხატვის თავისუფლება, რაც ჭარბი დოზით არ უნდა შეიზღუდოს და რა თქმა უნდა, კონსტიტუციის პრინციპები არ უნდა დაირღვეს. „შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან და ექსპერტებთან. თუ ჩვენ სწორი ბალანსის პოვნას მოვახერხებთ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, კანონპროექტი მომზადდეს და ის მიღებული იყოს. მთავარია, ერთ მხარეს არ დაზარალდეს გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხარეს, ეს ობიექტური ინტერესები იყოს დაცული", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)