|
2019-01-29 12:38:18, 1304 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პირადი ჩანაწერების გავრცელება არის ამორალური - ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს
პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ამორალურია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად გააკონტროლებს გამოძიების პროცესს, თუ ვინმე ცდილობს, პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას. „პირადი ჩანაწერების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, არის ამორალური. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია სამართალდამცავი ორგანოების ხელძღვანელებთან, მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება, არიან თუ არა სხვა მოწმეები ამ ყველაფრის და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. მით უმეტეს, საქმე ეხება პარლამენტის წევრს და მე, პირადად, ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უპასუხებს დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს, რომელიც მას ეკა ბესელიას პირადი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს. "ჭიჭინაძე არ არის გუნდის წევრი და აქედან გამომდინარე, მის კომენტარებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)