|
2019-01-28 17:27:21, 1098 ნახვა
საზოგადოება
იზორია: პრიორიტეტული მიმართულება წელსაც სამხედრო მოსამსახურეთა პირობებისა და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა
პროექტის - „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობებისა და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. „ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება წელსაც სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა. ჩვენ ეს პოლიტიკა 2016 წლიდან დავიწყეთ, თუმცა ინტენსიური ხასიათი 2018 წელს მიიღო. სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, ვინც განახლებულ, გაუმჯობესებულ ხელფასებს 2019-2020 წლებში მიიღებს, უფრო გაფართოვდება. წელს მათი რაოდენობა იქნება ჯამში 7000-ზე მეტი. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს“, - აღნიშნა მინისტრმა. ლევან იზორიას განცხადებით, ახალ სახელფასო უზრუნველყოფას სხვა დანაყოფებიც მიიღებენ: „გვაქვს ამბიცია, რომ მოვიცვათ სრულად მთელი თავდაცვითი ძალები და ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ამ პრინციპის საფუძველზე ჰქონდეს გაუმჯობესებული სახელფასო უზრუნველყოფა“. „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორია საბინაო პოლიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ვალდებულების შესრულება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული ბინების გადაცემას გულისხმობს, 2019-2020 წლებში დასრულდება. „ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე გააჩნია ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინით, როგორც გორში, ისე თბილისში. 2020 წელს ჩვენ ამ ვალდებულებას დავასრულებთ, გვაქვს რა ფინანსური შესაძლებლობები, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვისაც კონტრაქტით ეკუთვნის ბინა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. შეხვედრის დასასრულს, ლევან იზორიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. 2019 წლის განმავლობაში, პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.
(NS)
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)