|
2015-06-17 10:43:29, 437 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები თბილისში ღამით ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ
„დედაქალაქში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერევამ განუცხადა. მისივე პროგნოზით, დედაქალაქში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს და დაუბერავს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. „დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომიმატებს. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +25, +30°, მთაში ღამით +12, +17°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +19, +24°; ზემო აფხაზეთში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°; დღისით +28, +33°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +18, +23°; თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მოიმატებს. საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა იქნება ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18°, დღისით +31“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნინო წვერავამ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)