|
2019-01-26 14:49:33, 3488 ნახვა
სხვადასხვა
Facebook-ი, მესენჯერის, ინსტაგრამის და Whatsapp-ის ჩეთებს დააკავშირებს
Facebook-ი გეგმავს, რომ მესენჯერს, ინსტაგრამსა და Whatsapp-ს შორის კომუნიკაცია შესაძლებელი გახადოს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC New York Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ყველა პლატფორმას საკუთარი დამოუკიდებელი აპლიკაცია ისევ ექნება, თუმცა Facebook-ი აპლიკაციების ინფრასტრუქტურის განახლებით მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ, მაგალითად, Messenger-იდან შეტყობინებები მეგობარს Whatsapp-ში გაუგზავნონ, ან პირიქით და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თუ აპლიკაცია ტელეფონში ჩაწერილი არ ექნებათ. New York Times-ი ამტკიცებს, რომ ხსენებული ინიციატივა Facebook-ის შემქმნელს მარკ ცუკერბერგს ეკუთვნის. მედიის ცნობით, მესენჯერების დაკავშირება 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში მოხდება. "ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. გვსურს, რომ ჩვენი სერვისების მომხმარებლებს კომუნიკაცია გავუმარტივოთ. თუ მომხმარებელი ერთი აპლიკაციით სარგებლობს მას შეუძლია მეგობრებს ეკონტაქტოს, მიუხედავად იმისა, სარგებლობას თუ არა სხვა სერვისებით", - აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი BBC-სთან ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)